ახალი ამბები

პარლამენტი 2003 წლის ბიუჯეტის განხილვას განაგრძობს

(თბილისი, 28 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დეპუტატები განაგრძობენ 2003 წლის ბიუჯეტის განხილვას მეორე და მესამე მოსმენით.

პირველი მოსმენით პარლამენტმა ბიუჯეტი 17 იანვარს დაამტკიცა. ოპოზიციური ფრაქციები დღემდე უარს აცხადებენ წარმოდგენილი პროექტია მხარდაჭერაზე.

თუმცა, როგორც მოსალოდნელია, პარლამენტი დღეს ბიუჯეტს საბოლოოდ დაამკიცებს მეორე და მესამე მოსმენით, რადგან იანვრის დასაწყისში სახელისუფლებო ფრაქციებმა შექმნეს უმრავლესობა ბიუჯეტის დასამტკიცებლად მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ვერ დაამტკიცა ბიუჯეტი იმის გამო, რომ ვერ მოგროვდა ამისთვის საჭირო 118 ხმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button