ახალი ამბები

ბუში შევარდნაძეს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლაში დახმარებას აღუთქვამს

(თბილისი, 22 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ ერთობლივან შეგვიძლია ვიმუშაოთ, რათა უზრუნველყოთ ხელისუფლების მშვიდობიანი და სამართლიანი ცვლა 2003 წლის საპარლამენტო და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ,” ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ თავის ქართველ კოლეგასთან გამოგზავნილ წერილში.

“თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ დემოკრატიას საქართველოში და ხელისუფლების მშვიდობინი და დემოკრატიული ცვლა იქნება შემდგომი საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების,” ნათქვამია წერილში.

ჯორჯ ბუში ასევე ხაზს უსმევს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტი-კრიმინალური ოპერაციის წარმატების მნიშვნელობასა და “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” წარმატებით მიმდინარეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button