ახალი ამბები

საზღვრის დაცვის დეპარტამენტი სასაზღვრო პუნქტების რაოდენობას ზრდის

(თბილისი, 13 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – უახლოეს დღეებში საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე საქართველოს სასაზღვრო საგუშაგოების რაოდენობა გაიზრდება, იუწყება საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი.

დეპარტამენტის პრესმდივანი შალვა ლონდარიძე არ აკონკრეტებს, თუ ზუსტად როდის მოხდება ეს ცვლილება და რამდენი დამატებითი საგუშაგო გაიხსნება საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა პუტინის განცხადების შემდეგ მიიღო. 11 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საქართველოში ტერორისტების განადგურების გეგმის შემუშავება დაავალა.

მსგავსი/Related

Back to top button