ახალი ამბები

ბუშმა და მენაღარიშვილმა პუტინის განცხადება განიხილეს

(თბილისი, 13 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩმა ლევან მიქელაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს განუცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებაზე იმსჯელეს.

შეხვედრისას ირაკლი მენაღარიშვილმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებისა და საქართველოში შესაძლო რუსული ოპერაციის განხორციელების გამო. მან აშშ-ის პრეზიდენტს პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის შესახებაც აცნობა.

საქართველოს ელჩის თქმით, ჯორჯ ბუშმა მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და იმ ოპერაციის მიმართ, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები პანკისის ხეობაში ატარებენ.

Back to top button