ახალი ამბები

რუსეთის ფედერაციის საბჭო პუტინის განცხადებას იწონებს

(თბილისი, 12 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “რუსეთის ფედერალური საკრებულოს ფედერაციის საბჭო მხარს დაუჭერს რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას პანკისის ხეობაში ტერორისტების წინააღდმეგ საბრძოლველად რუსეთის ფედერალური ჯარების გამოყენებასთან დაკავშირებით”, განაცხადა დღეს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ ოზეროვმა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტისთან” საუბრისას.

რუსმა სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს დაუჭერს რუსეთს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოში მყოფი ტერორისტების წინააღდმეგ თავდაცვით შეტევებს განახორციელებს.

11 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი შეტევების გეგმის შემუშავება დაავალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button