ახალი ამბები

ჩეჩნებმა თბილისში დამოუკიდებლობის დღე არნიშნეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 სექტემბერი, 2002) – დღეს 6 სექტემბერს ჩეჩენი ლტოლვილების ნაწილმა იჩკერიის დამოუკიდებლობის დღე მდუმარე აქციით რუსეთის საელჩოსთან აღნიშნეს. ჩეჩნებმა რუსეთის მთავრობას ჩეჩნეთიდან რუსეთის შეიარაღებული ნაწილებისა გაყვანა და ჩეჩენი ერის გენოციდის აღკვეთა მოითხოვეს.

აქციას ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის პირადი წარმომადგენელი საქართველოში ხიზირ ალდამოვი. მისი თქმით, ჩეჩენი ერი დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ და მათ სოლიდარობას მთელ მსოფლიოში უცხადებენ.

ჩეჩნები დამუკიდებლობის Dდღეს 11 წელია, აღნიშნავენ. 11 წლის წინ ჩეჩნეთის  პირველმა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა გროზნოში იჩკერიის სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა. ზვიად გამსახურდიას მთავრობისდროინდელი საქართველო გახდა პერველი და ერთაერთი ქვეყანა, რომელმაც ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა სცნო. თუმცა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საკითხს რუსეთის საქმედ მიიჩნევს.

უკანასკნელი რეგისტრაციის შედეგებით ანჟამად საქართველოში დაახლოებით 4 ათასი ჩეჩენი ლტოლვილია, მათი აბსოლიტური უმრავლესობა პანკისის ხეობაში ცხოვრობს. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის დღე მათ სიმბოლურად, საქონლის დაკვლითა და სოფელ დუისში საერთო სუფრის გაშლით აღნიშნეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button