ახალი ამბები

ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 აგვისტო, 2002) – ევროკავშირმა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. “ევროკავშირი სერიოზულად შეშფოთებულია ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის სამხედრო თვითმფრინავების მიერ დარღვევის დადასტურებით და იმ ცნობით, რომ ჩრდილოეთ საქართველოში სოფლები დაიბომბა 22/23 აგვისტოს, რასაც სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს რეგიონში, რომ პატივი სცენ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი მიმართავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მათ ითანამშრომლონ ერთმანეთის “უსაფრთხოების პრობლემების” გადასაჭრელად.

ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს პანკისის ხეობაში წესრიგის აღსადგენად”, ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.  

მსგავსი/Related

Back to top button