ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტის დადგენილებას არ ეთანხმება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ იწონებს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას. “პარლამენტმა შეიძლება პეზიდენტს მისცეს რეკომენდაცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. დამოუკიდებელ სახემწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლა დღეს დაუშვებელია”, განუცხადა ჟურბნალისტებს ედუარდ შევარდნაძემ ახმეტის რაიონში ვიზიტისას.

პრეზიდენტის აზრს იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარია დსთ-იდან გამოსვლის მიზანშეწონილობის საკითხი, რამდენად გვაწყობს, ან არ გვაწყობს იქ დარჩენა.

ოპოზიციური პარტიები მყისიერად გამოეხმაურნენ პრეზიდენტის განცხადებას. ისინი პრეზიდენტს კონსტიტუციის უგულებელყოფაში ადანაშაულბენ.

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება  პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ და რუსეთმა უნდა დაინახოს, რა განწყობა სუფევს პარლამენტში.

26 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს დსთ-იდან გამოსვლას.

მსგავსი/Related

Back to top button