ახალი ამბები

რუსეთში “ბოევიკების” გადასვლაზე საქართველოა პასუხისმგებელი

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 31 ივლისი, 2002) – 31 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკანასკნელ დღეებში ჩეჩნეთში გამწვავებულ ვითარებას შეეხება.

“საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი ზომები უნდა მიიღოს პანკისის ხეობაში ტერორისტთა ბაზების გასანადგურებლად. უკანასკნელ დღეებში ბანდიტების შემოსვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართულ მხარეს ეკისრება”, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადების თანახმად, “საქართველოს ხელისუფლებამ აღუთქვა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დამოუკიდებლად გადაჭრიდა პანკისის ხეობის პრობლემას, მაგრამ, ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია და არ სურს ამ პრობლემის გადაწყვეტა”.

საქართველო უარყოფს მისი ტერიტორიიდან “ბოევიკების” რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტს და ბრალს დებს რუსეთს საქართველოს ტერიტორიის უმიზეზო დაბომბვაში.

მსგავსი/Related

Back to top button