ახალი ამბები

რუსეთმა დესანტი კოდორის ხეობაში გადმოსხა

დღეს დილის 8.00 საათზე კოდორის ხეობის მაროხის უღელტეხილზე რუსული დესანტი დაეშვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დესანტი ამ დოისთვის ხეობის დასატოვებლად ემზადება.

ამ შემთხვევისთანავე თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე კოდორის ხეობაში გაემგზავრა. რუსეთის მხარის მტკიცებით, დესანტის გადმოსხმის მიზეზი ჩეჩენი მებრძოლების საქართველოდან რუსეთში გადასვლის შემთხვევებია.

29 ივლისს აფხაზეთის მონაკვეთის საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა ხუთკაციანი შეიარაღებული ჯგუფის გადასვლა აღკვეთეს.

ჩეჩნეთში შეიარაღებული შეტაკებები 27 ივლისს განახლდა. რუსეთის ფედერაცია ირწმუნება, რომ ჩეჩენი მებრძოლები რუსეთში საქართველოდან გადადიან.

მსგავსი/Related

Back to top button