ახალი ამბები

პროკურორი: ზედმეტი სიტყვის თავისუფლება – დანაშაულობების ზრდის მიზეზია

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 31 ივლისი, 2002) – დღეს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ “საქართველოში ზედმეტი სიტყვის თავისუფლება გაურესებული კრიმინოგენული ვითარების მიზეზია”.

უცხოეთის მოქალაქეთა და რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ გახშირებულმა თავდასხმებმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მთავრობის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

თავის უკანასკნელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღიარა, რომ ხელისუფლება რელიგიური უმცირესობების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

მთავრობის დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე გენერალური პროკურორი გამოვიდა მოხსენებით 2002 წლის პირველ ნახევარში პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button