ახალი ამბები

საქართველო რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 ივლისს განცხადება გააკეთა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასა და მისი ტერიტორიების დაბომბვასთან დაკავშირებით. 20-30 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდნენ რეაქტიული ავიაგამანადგურებლები და სამხედრო თვითმფრინავები, რომლებმაც საქართველოს ჩრდილოეთ რაიონებში ბომბები ჩამოყარეს.

“ასეთი ქმედებები შეფასებული უნდა იქნას როგორც აგრესია მეზობელი სახელმწიფოს მიმართ. ქართული მხარე ვარაუდობს, რომ ამჯერად საქართველოს საჰაერო სივრცე იმის გამო დაირღვა, რომ წინა ანალოგიური შემთხვევები ბოლომდე არ იქნა გამოძიებული”, – ამტკიცებს საქართველოს საგარეო უწყება.

ეს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიები და კოდორის ხეობა რამდენჯერმე დაიბომბა.

“ეს აგრესიული ქმედებები რუსეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ანტიქართულ კამპანიას დაემთხვა, რომელიც თავის მხრივ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ეს ქმედებები მიმართულია იმ დადებითი ნაბიჯების წინააღმდეგ, რომლებიც ახლახანს იქნა გადადგმული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button