ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორია დაიბომბა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 ივლისი, 2002) – საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით დღეს რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივცეში 4 კმ-ით შემოიჭრა რამოდენიმე საფრენი აპარატი, სავარაუდოდ ვერტმფრენები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია დაბომბეს. მსხვერპლი არ არის. დახოცილია 8 სული ცხვარი.

ვერტმფრენებმა ჩეჩნეთის მონაკვეთის საზღვარი დაარღვიეს. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას უშიშროების სამინისტრო აწარმოებს.

დაბომბვის ფაქტი დაემთხვა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩეჩენი მეომრების წინააღმდეგ საქართველოს საზღვრის სიახლოვეს წარმოებულ ბრძოლებს.

რუსეთის მტკიცებით ჩეჩენ მეომართა ეს ჯგუფი ჩეჩნეთში პანკისის ხეობიდან გადავიდა. ქართული მხარე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

Back to top button