
შეიარაღებული შეტაკებები საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 ივლისი, 2002) – რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჩეჩნეთის იტუმ-კალეს რაიონში გრძელდება შეტაკებები რუსეთის ფედერალურ ძალებსა და ჩეცენ მებრძოლებს შორის. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ჩეჩენი მეომრები რუსეთის საზღვარზე პანკისის ხეობიდან გადავიდნენ.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის პრესრელიზში უარყო ინფორმაცია საქართველოდან საზღვარზე ჩეჩნების გადასვლის თაობაზე და განაცხადამ რომ არ ფლობს არანაირ ინფორმაციას, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის გასწვრივ რაიმე მოძრაობას დაადასტურებდა.
რუსეთის ტავდაცვის სამინისტროს ცნობით, 27 ივლისს დაწყებული შეტაკებების შედეგად დაიღუპა 7 რუსი ჯარისკაცი და 9 ჩეჩენი მეომარი.
ამჯამად ფედერალურ ძალებს ალყაში ჰყავთ მოქცეული 60-მდე ჩეჩენი იტუმ-კალეს რაიონში. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ეს ჩეჩნები საველე მეთაურ რუსლან გელაევის რაზმიდან არიან, რომელიც, სავარაუდოდ, პანკისს უნდა აფარებდეს თავს, სადაც ამ დროისთვის 3700-მსრ ჩეჩენი ლტოლვილი ცხობრობს.
“საზღვარს ორი მხარე აქვს, და რუსები, ისევე როგორც ქართველები ვალდებულნი არიან დაიცვან ის”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ. თავის ორშაბათის ტრადიციულ რადიონტერვიუში შევარდნაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხარეც აგებს პასუხს საზღვრის დაცვაზე.