
ახალი ამბები
კომპიუტერული სამხედრო სწავლებები ვაზიანში
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 ივლისი, 2002) – 29 ივლისიდან 5 აგვისტომდე ვაზიანის ბაზაზე სამეთაურო საშტაბო წვრთნები ტარდება “ეთერნითი – 2002”, რომლის დროსაც კომპიუტერულ ტექნიკას იყენებენ.
სწავლებებში, რომელიც ნატო-ს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში მიმდინარეობს, 52 ოფიცერი იღებს მონაწილეობას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
სწავლებები ტარდება სამშვიდობო ოპერაციების სცენარით. სცენარის მიხედვით, კომპიუტერული პროგრამა ახდენს ნავთობსადენის დაზიანების მოდელირებას, და სამხედროებმა უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარება კატასტროფის რაიონში, ასევე დაიცვან სტრატეგიული მილსადენი.