
ახალი ამბები
თბილისელ ამომრჩეველთა ხმების გადათვლა 30 ივლისს დაიწყება
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 ივლისი, 2002) – მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ განაცხადა, რომ თბილისელი ამომრჩევლების ხმების გადათვლა 30 ივლისს დაიწყება.
მანამდე საქარტველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც არჩევნებზე მომხდარ დარღვევებს სწავლობს, ცსკო-ს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ხმების გადათვლას.
20 ივნისს საოლქო სასამრთლომ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი და ცსკო-ს თბილისში ჩატარებული არჩევნების დროს მიცემული ხმების ხელახლა დათვლა დაავალა.
ხმების გადათვლისთვის ფინანსთა სამინისტრომ ცსკო-ს 78 ათასი ლარი უნდა გამოუყოს.