ახალი ამბები

ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრით უკმაყოფილოა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილონი არიან. საკითხები, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, მინისტრთა კაბინეტი და რწმუნებული ინსტიტუტი იყო.

როგორც ფრაქცია დემოკრატების ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, “ეს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, რომელიც უშედეგოდ დასრულდა”. ბარამიძის თქმით, პრეზიდენტი აუცილებად დაადებს ვეტოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ იმ კანონპროექტს მინისტრთა კაბინეტის შესახებ, რომელიც პრეზიდენტისთვის უფლებებების შემცირებას ითვალისწინებს.

პარლამენტის ხელმძღვანელობას პრეზიდენტმა სამთავრობო კომისიის შექმნა შესთავაზა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის საკითხზე იმუშავებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა არც რწმუნებული ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივას დაუჭირა მხარი. ამჟამად რწმუნებულს პრეზიდენტი ერთპიროვნულად ნიშნავს. 

Back to top button