
ახალი ამბები
რუსეთი სამხედრო ბაზების დაცლისთვის 11 წელს ითხოვს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 ივლისი, 2002) – რუსეთის ფედერაციამ ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების დასაცლელად 11 წელი მოითხოვა მაშინ, როდესაც მანამადე 14-წლიან ვადას ითხოვდა. როგორც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნმა კახა სიხარულიძემ განაცხადა, რუსეთმა ეს წინადადება ქართულ დელეგაციას მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე შესთავაზა. სიხარულიძის თქმით, საქართველო კვლავ მოითხოვს, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთებმა და ტექნიკამ ბაზები 3 წელიწადში დატოვოს.