
ევროკავშირი შეშფოთებულია არასამთავროებო ორგანიზაციებზე თავდასხმის გამო
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 ივლისი, 2002) – ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის “თავისუფლების ინსტიტუტის” წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა, ისევე როგორც სხვა “არასამთავრობო და რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ინციდენტები, ძირს უთხრის სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლებას საქართველოში”, ნათქვამია ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, როგორც ევროსაბჭოსა და ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ”.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რათა მან უზრუნველყოს “თავისუფლების ინსტიტუტზე” მოწყობილი თავდასხმის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.
25 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულების გამო გიორგი დოინჯაშვილი გაათავისუფლა, რომელიც “თავისუფლების ინსტიტუტზე” განხორციელებულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.