
ახალი ამბები
გოგიაშვილმა ხმების გადათვლისთვის თანხების გამოყოფის პირობა დადო
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 ივლისი, 2002) – საბიუჯეტო და “ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პრობლემები არასოდეს მქონია და არც მომავალში მექნება”, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა დღეს გამართულ საბიუჯეტო და საფინანსო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
24 ივლისს ცსკოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ აღნიშნა, რომ 2 ივნისის თბილისის ადგილობრივი არჩევნების ხმების გადათვლა თანხების ნაკლებობის ვერ იწყება. “მე შევხვები ლომინაძეს და ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ”, თქვა გოგიაშვილმა.
ივნისის დასასრულს საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი და ცსკოს ხმების გადათვლა დაავალა. სარჩელს საფუძვლად არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ედო.