ახალი ამბები

“წვრთნა და აღჭურვის” ფარგლებში ახალი მართვის ცენტრი გაიხსნა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 ივლისი, 2002) – დღეს საქართველოს წვრთნისა და არჭუვრის პროგრამის ფარგლებში ახალი ეროვნული სამხედრო მართვის ცენტრი გაიხსნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შენობაშია მოთავსებული, იუწყება პროგრამის საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახური.

სარდლობის ჩამოყალიბებისთვის და თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლის შესაძლებლობების გაზრდისათვის ამერიკული პროგრამიდან 350 ათასი დოლარი დაიხარჯა.

ეროვნული სამხედრო მართვის ცენტრი საიმედო სამუშაო ცენტრია, რომელიც უახლესი კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მას ძირითად მართვისა და კონტროლის პუნქტის ფუნქცია აკისრია და საგანგებო შემთხვევების დროს იღებს და ავრცელებს სათანადო ინფორმაციას.

საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალურ შტაბისთვის ყოველმხრივი ინფორმაციის მიწოდებისთვის ეროვნულ სამხედრო მართვის ცენტრთან თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის ოფიცრები და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანამშრომლობენ.

ცენტრის გახსნისთვის გაღებული თანხები იმ ქართველ ჯარისკაცთა მომზადებასაც ითვალისწინებს, რომლებიც ახალ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აითვისებენ.

კომანდო ბატალიონის საველე წვრთნები წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში აგვისტოს მიწურულს დაიწყება. ამ დროისთვის კრწანისის საწვთნელ ბაზაზე ბატალიონისთვის 400 სამხედრო მოსამსახურის შერჩევა მიმდინარეობს.

Back to top button