
სახელმწიფო მინისტრი საკრებულოს მუშაობას უშლის ხელს – სააკაშვილი
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 ივლისი, 2002) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს მუშაობის დაწყებას ეწინააღმდეგება. “იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო მინისტრის პირდაპირი მითითებით შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ძველ საკრებულოს უფლებამოსილების ვადას უგრძელებს, რაც სინამდვილეში არაკანონიერია”, განაცხადა სააკაშვილმა. 29 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2 ივლისის თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხმები გადაითვლება. ამის მიზეზი არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევებია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე შეიმუშავა ხმათა გადათვლის პროცედურა, თუმცა ჯერ უცნობია, როდის დაიწყება ხმების გადათვლა.