
ახალი ამბები
აბაშიძე დეპუტატებს აფხაზეთის საკითხზე ესაუბრა
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 ივლისი, 2002) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ პირველად მიიღო მონაწილეობა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელიც 21 ივლისს ქობულეთში გაიმართა. ასლან აბაშიძე, რომელიც პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, დეპუტატებს სწორედ აფხაზეთის თემაზე ესაუბრა. აჭარის ლიდერმა განაცხადა, რომ ის კონფლიქტის დარეგულირების მხოლოდ მშვიდობიან გზას ემხრობა და გააკრიტიკა აფხაზეთის უზენაესი საბჭო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აფხაზების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებს. აბაშიძის თქმით, თბილისში მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს შეაფერხოს მისი მონაწილეობა აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების საკითხში.