ახალი ამბები

სამხედრო ელიტა ჯარს ტოვებს

კომანდოსა და კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონების ასამდე ოფიცერმა დღეს ჯარიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერა. მათი თქმით, ჯარის დატოვების მიზეზი იქ არსებული გაუსაძლისი მდგომარეობაა.

თავდაცვის სამინისტრო განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. პრესცენტრში აცხადებენ, რომ ნიკა ჯანჯღავამ, რომელიც სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობას ასრულებდა, არ დააწინაურეს, რის გამოც ჯარის დატოვების შესახებ სხვები აიყოლია.

ოფიცრები სახმელეთო ძალების სარდლობაში იარაღის გარეშე იმყოფებიან.

ამ დღეებში “საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამისთვის” 400-კაციანი კომანდოს ბატალიონის შერჩევა მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განცხდება ამ ბატალიონში ჩარიცხვის შესახებ სავარაუდოდ მათაც ჰქონდათ შეტანილი, ვინც ახლა ჯარს ტოვებს.

კომანდოსა და კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონები ყველაზე ელიტარული სამხედრო შენაერთებია საქართველოში.

Back to top button