ახალი ამბები

რუსეთის წარმომადგენელი აფხაზურ საკითხებში ასლან აბაშიძეს შეხვდება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 18 ივლისი, 2002) – რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში ვალერი ლოშჩინინი დღეს საქართველოში ჩამოვიდა.

დღესვე რუსეთის წარმომადგენელი პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ბათუმში გაემგზავრება, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ასლან აბაშიძესთან, რომელიც საქრათველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია აფხაზეთი კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

ლოშჩინინის საქართველოში ვიზიტი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 17 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრსი შემდეგ მოხდა. 

Back to top button