ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტი თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 18 ივლისი, 2002) – თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურების 2003 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს განიხილავენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუგზარ კევლიშვილის მოთხოვნით კომიტეტის სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით 2003 წლის ბიუჯეტში თავდაცვა და უშიშროება პრიორიტეტული სფეროები უნდა იყოს.

2002 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში უკვე 4 მილიონ ლარიანი გარღვევა აქვს.

Back to top button