
ახალი ამბები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი საქართველოში
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 18 ივლისი, 2002) – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი პოლ ონილი 17 ივლისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისას პოლ ონილი ფისკალურ პოლიტიკაში მიმდინარე რეფორმებს, ენერგო სისტემაში არსებულ ვითარებას, ასევე ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ანგარიშების გაყინვის საკითხებს განიხილავს. ამერიკელი სტუმარი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას მირიან გოგიაშვილს, სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთანაც.