ახალი ამბები

რუსეთი ტერორიზმში ეჭვმიტანილის ექსტრადიციას მიესალმება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 17 ივლისი, 2002) – როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანვმა განაცხადა, ტერორიზმში ეჭვმიტანილის რუსეთისთვის ექსტრადიცია “საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯია”.

“ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას რუსეთში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილის რუსეთისთვის ექტრადიციის შესახებ”, სერგეი ივანოვზე დაყრდნობით იუწყებიან დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები.

ადამ დეკუშევი ქართველმა სამართალდამცველებმა დასავლეთ საქართველოში, ურეკში, დააკავეს. ის მოსკოვსა და ვოლგადონსკში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

Back to top button