ახალი ამბები

აფხაზეთის უზენაესი საბჭო მშვიდობის დამყარებისთვის ძალას ითხოვს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 ივლისი, 2002) – აფხაზეთის უზენაესი საბჭო გაეროს მისი ქარტიის მე-7 თავით განსაზღვრული უფლებების გამოყენებას სთხოვს, რაც კონფლიქტისა და სიტუაციის დაძაბვისთვის თავის არიდების მიზნით ძალის გამოყენებას ითვალისწინებს.

დღეს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა საქართველოს 1,2 მილიონი მოქალაქის ხელმოწერა წარმოადგინა, რომლებიც გაეროს აფხაზეთთან მიმართებაში მე-7 თავით განსაზღვრული უფლებების გამოყენებას სთხოვენ.

ნადარეიშვილის განცხადებით, მიმართვა გაეროს გენერალურ მდივანს უახლოეს დღეებში გაეგზავნება. 31 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხს განიხილავს.

მსგავსი/Related

Back to top button