ახალი ამბები

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 ივლისი, 2002) – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარგერიტა ბონივერი 16-17 ივლისს საქართველოში ვიზიტით იმყოფება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

იტალიის მთავრობის წარმომადგენელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს და პარლამენტის თავმჯომარეს ნინო ბურჯანაძეს.

ვიზიტისას განიხილება ორიმხრივი თანამშრომლობის საკითხები. 17 ივლისს ირაკლი მენაღარიშვილი და მარგერიტა ბონივერი საკონსულო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

მსგავსი/Related

Back to top button