ახალი ამბები

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება თავის მომავალ საქმიანობაზე მსჯელობს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 ივლისი, 2002) – დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეხვედრას მარტავს, რომელზეც თავის მომავალ საქმიანობას განიხილავს. 31 მაისს გაერო-ს უშიშროების საბჭო აფხაზეთში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, მაშინ ის დამოუკიდებლად იმოქმედებს შინ დასაბრუნებლად.

ულტიმატუმით გამოდიან ქართველი პარტიზანებიც, რომლებიც 1 აგვისტის შემდეგ აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების განახლკებას აპირებენ, თუ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებთ.

მსგავსი/Related

Back to top button