Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 ივლისი, 2002) – 16 ივლისს საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიდიე პოლფერი.

დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ შევარდნაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან და საქარტველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

17 ივლისს ევროსაბწოს წარმომადგენელი ადგილობრივი არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებტან შეხვედრას აპირებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს შევეხოთ ყველა მნიშვნელოვან პრობლემას, ფხიზელი თვალით შევხედოთ მათ, განვსაზღვროთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით მიღწეული პროგრესის გაღრმავების გზები და ვიპოვოთ პასუხები იმ საკითხებზე, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია”, – განასხადა ლიდიე პოლფერმა თავის გამოსვლაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე 25 ივნისს.

მსგავსი/Related

Back to top button