Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისის ცენტრში კვლავ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 ივლისი, 2002) – თბილისში 9 აპრილის პარკში, სასტუმრო “მარიოტთან” გუშინ საღამოს სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და სამართალდამცავ ორგანოებს აცნობეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა შავი ფერის პარკში იყო ჩადებული. პარკისა და სასტუმროს მიმდებარე ქუჩები მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ სამართალდამცავ ორგანოებს.

დედაქალაქის ამ რაიონში ეს ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის მესამე შემთხვევაა. პირველ ორ შემთხვევაში მოხდა აფეთქება, ტუმცა სერიოზული ზარალი და მსხვერპლი არ ყოფილა.

სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ ინცინდენტებში შესაძლოა “მარიოტის” კონკურენტები ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი.

მსგავსი/Related

Back to top button