ახალი ამბები

უზბეკეთი არ მიიღებს მონაწილეობას სუუამ-ის პრეზიდენტების შეხვედრაში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 15 ივლისი, 2002) – “უზბეკეთის გადაწყვეტილება სუუამ-იდან გასვლის შესახებ ჯერ საბოლოო არ არის, თუმცა უზბეკეტის მხარე არ მიიღებს მონაწილეობას სუუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის ორშაბათის ტრადიციულ რადიონინტერვიუში.

19 ივლისს იალტაში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრაა დაგეგმილი.

ივნისში უზბეკეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა ტავისი ქვეყნის სუუამ-იდან გასვლის შესახებ განაცხადა. “ჭორები სუუამის გარდაცვალების შესახებ ნაადრევი აღმოჩნდა”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. მისი თქმით, უკრაინამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რათა ორგანიზაციის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს.

მსგავსი/Related

Back to top button