ახალი ამბები

“წვრთნა და აღჭურვა” პრობლემების გარეშე გრძელდება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 15 ივლისი, 2002) – დღეს გამართულ შეხვედრაზე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში” მონაწილეობის სურვილი გათვალისწინებულზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პროგრამის კომანდო ბატალიონში ჩარიცხვის სურვილი 800 მოხალისემ გამოთქვა, მაშინ როდესაც აღნიშნული ბატალიონი 400-კაციანია.

“წვრთნისა და აღჭურვის” მესამე ფაზა 27 აგვისტოს დაიწყება. ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ამჯერად უკვე პრაქტიკულ ვარჯიშებს ჩაუტარებენ. 1 აგვისტოს კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მოხალისეთა შერჩევა მოხდება.

ერთი კვირით ადრე კომიტეტმა სასტიკად გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტრო იმის გამო, რომ “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამისთვის” ჯარისკაცთა საკმარისი რაოდენობის შეკრებას საფრთხე ემუქრებოდა.  

მსგავსი/Related

Back to top button