ახალი ამბები

კავკასიის ქვეყნების სპიკერების შეხვედრა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 15 ივლისი, 2002) – კავკასიის რეგიონის ოთხი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარეები 15 ივლისს სანკტ პეტერბურგში იკრიბებიან.

დღის წესრიგის მთავარი თემა რეგიონში არსებული კონფლიქტები იქნება. სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე წინ წამოსწევს საკითხს აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემის შესახებ. ბურჯანაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერთხელ უკვე გააკრიტიკა ამის გამო რუსეთი.

სპიკერების შეხვედრის ინიციატორი რუსეთის ფედერაციის სათათბიროს ზედა პალატის თავმჯდომარე სერგეი მირონოვია. მაისში მან სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მოინახულა და მის კავკასიელ კოლეგებს რეგულარული შეხვედრების გამართვა შესთავაზა.

მსგავსი/Related

Back to top button