Placeholder canvas
ახალი ამბები

შევარდნაძე პარტიათა გაერთიანების არსს იწონებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 15 ივლისი, 2002) – “მინდა ერთმნიშვნელოვნად მივესალმო პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას. მათი ზოგიერთი გამონათქვამი შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ თვითონ გაერთიანების არსი დადებითია”, განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

მისი თქმით, თავისთავად კარგი მოვლენაა, როდესაც პარტიები აცნობიერებენ, თუ რა შეიძლება მოყვეს დესტაბილიზაციას და მის წინააღდმეგ ერთიანდებიან.

12 ივლისს ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება მიიღო, რომლითაც კრიმინალიზირებული ხელისუფლების დემონტაჟს მოითხოვენ.

პარტიათა გაერთიანების ინიციატორი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იყო. ინიციატივას მხარი დაუჭირეს “გაერთიანებულმა დემოკრატებმა”, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ტრადიციონალისტებმა”, “ახალმა მემარჯვენეებმა” და სხვებმა.

მსგავსი/Related

Back to top button