Placeholder canvas
ახალი ამბები

შევარდნაძე ფინანსთა მინისტრის მუშაობას დადებითად აფასებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 15 ივლისი, 2002) – “მირიან გოგიაშვილმა წარმატებით გაართვა თავი მის ახალ თანამდებობას. მის მუშაობას უაღრესად დადებითად ვაფასებ”, განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, ფინანსთა ახალმა მინისტრმა შეძლო გადაეწყვიტა ზოგიერთი რთული ინსტიტუციონალური პრობლემა, რამაც საგადასახადო შემოსავლების გაზრდაც გამოიწვია.

მირიან გოგიაშვილმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ნოღაიდელი მაისში შეცვალა. პრეზიდენტის თქმით, ფინანსთა ახალი მინისტრის ივნისის მოხსენება საკმაოდ რეალური და იმედის მომცემი იყო.

გარღვევა 2002 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტში 70 მილიონ ლარს აღწევს. 

მსგავსი/Related

Back to top button