ახალი ამბები

ადამიანის უფლებები რისკის ქვეშ საქართველოში – ჰიუმენ რაითს უოჩი

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 13 ივლისი, 2002) – – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ჰიუმენ რაითს უოჩი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს და დასაჯოს ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 10 ივლისს “თავისუფლების ინსტიტუტზე” განხორციელებულ თავდასხმაში.

“ეს არის პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცავების წინააღმდეგ განხორციელდა,” აცხადებს ჰიუმენ რაითს უოჩიის წარმომადგენელი ელიზაბეთ ანდერსენი.

“ადამიანის უფლებათა დავცველების საქართველოში დიდ რისკის ქვეშ იმყოფებიან,” დასძინა მან.

ჰიუმენ რაითს უოჩი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუმჯობესოს არასამთავრობო ორგანიზაციათა მუშაობის გარემო. “უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებად იყო აღქმული,” ნათქვამია ჰიუმენ რაითს უოჩის განცხადებაში, რომელიც 12 ივლისს გავრცელდა. 

მსგავსი/Related

Back to top button