ახალი ამბები

პრეზიდენტი პროკურა-ტურას “თავისუფლების ინსტიტუტის” საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 13 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტ შევარდნაძის პრესსამსახურმა გუშინ გამოსცა განცხადება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი გენერალურ პროკურატურას “თავისუფლების ინსტიტუზე” თავდასხმის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

10 ივლისს “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისში ათამდე ადამიანი შეიჭრა და იქ მყოფი ექვსს ადამიანს სასტიკად სცემა. ნაცემთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტები ლევან რამიშვილი და დავით ზურაბიშვილი.

11 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც “თავისუფლების ინსტიტუტზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლება საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ძალას განსაკუთრებული ინტენსივობით იყენებს.

“თავისუფლების ინსტიტუტი” რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვით არის ცნობილი, რამაც ბოლო დროს განსაკუთრებით გააღიზიანა ბასილ მკალავიშვილის მომხრეები და დეპუტატი გურამ შარაძე. გასულ კვირას გურამ შარაძის მომხრეებმა “თავისუფლების ინსტიტუტის” წინააღმდეგ აქცია გამართეს.

როგორც დავით ზურაბიშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, შარაძე და მისი მსგავსი პოლიტიკოსები “ხელისუფლების ხელში თოჯინები არიან”.

მსგავსი/Related

Back to top button