ახალი ამბები

ეუთო საზღვარზე მონიტორინგს აძლიერებს

(თბილისი, 13 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – ეუთოს სასაზღვრო დამკვირვებლები სოფელ სნოში საზღვრის საპატრულო ბაზაში გადადიან, იუწყება ეუთოს წარმომადგენლობა საქართველოში.

სნოს საპატრულო ბაზის უფროსმა ჯერზი ლენმა კმაყოფილება გამოთქვა იმ აღჭურვილობის გამო, რომელიც საზღვრის მონიტორინგის ეფექტურობას გაზრდის.

1999 წლის დეკემბერში ეუთო-მ საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის 82 კილომეტრიანი საზღვრის მონაკვეთის გაკონტროლება დაიწყო. 2001 წლის იანვარში ეუთო დათანხმდა საქართველოს მთავრობის თხოვნას და სამონიტორინგო ზონა საქართველო-ინგუშეთის საზღვრის 58 კილომეტრიან მონაკვეთზეც გაავრცელა.

დღეისთვის სნოს საპატრულო ბაზაში 10 სასაზღვრო დამკვირვებელი და ორი ქართველი ექიმი იმყოფება. სასაზღვრო დამკვირვებლები პატრულირებას დღისა და ღამის განმავლობაში ახდენენ. თითოეული პატრულირებისას მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯარისკაცები.

მსგავსი/Related

Back to top button