ახალი ამბები

პარტიები ხელისუფლებას კრიმინალიზაციაში ადანაშაულებენ

(თბილისი, 13 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ცხრა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ, ახალმა მემარჯვენეებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა, ჟვანიას გუნდმა, ტრადიციონალისტებმა ხელი მოაწერეს მიმართვას, სადაც დაგმობილია ხელისუფლების “კრიმინალიზაცია.”

პარტიათა წარმომადგენლებმა ეროვნულ-დემოკრატების ოფისში გამართული შეხვედრისას განაცხადეს, რომ ხელისუფლება სულ უფრო ხშირად იყენებს ძალედობას და კრიმინალურ ხერხებს თავისი ოპონენტების წინააღმდეგ.

პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი პრეცენდენტია იმ მხრივ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში როცა ერთმანეთისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button