ახალი ამბები

უშიშროების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ადამიანთა გატაცებებში პოლიტიკოსები იყვნენ ჩართულნი

(თბილისი, 13 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ადამიანთა გატაცებებში შესაძლოა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ვალერი ხაბურძანიამ არ დააკონკრეტა თუ რომელ პოლიტიკურ ძალებზე საუბრობდა. მისი განცხადებით ისინი დაკავშირებულნი არიან კრიმინალურ დაჯგუფებებთან და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავენ მიზნად.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ სამართალდამცველები გააკრიტიკა ბრიტანელი მოქალაქის პეტერ შოუს საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო.

მსგავსი/Related

Back to top button