ახალი ამბები

აკაკი ასათიანი შემოდგომისთვის სახალხო მღელვარებას წინასწარმეტყველებს

(თბილისი, 12 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – თუ შემოდგომამდე მდგომარეობა არ გამოსწორდა ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, მასობრივი გამოსვლები და სახალხო მღელვარება გარდაუვალია, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ფრაქცია “ტრადიციონალისტების” ლიდერმა აკაკი ასათიანმა.

მისი თქმით, 2002 წლის 6 თვის მანძილზე ბიუჯეტის გარღვევამ 70 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო მინისტრს, როცა სემოდგომაზე კვლავ წარდგება პარლამენტის წინაშე ანგარიშით ბიუჯეტის შესრულების თაობაზე, გაუჭირდება თავის მართლება.

ტრადიციონალისტებთან ერთად ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს და მთელ მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებენ ასევე საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატები” და “ნაციონალური მოძრაობა”.

პარლამენტის წინაშე 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებიტ გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა თავი იმით იმართლა, რომ შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელ ფინანსთა და შემოსავლების მინისტრებს თანამდებობები დაატოვებინა.

წლის დასაწყისსი მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებისას ჯორბენაძე პარლამეტს დაპირდა, რომ მთელ პასუხისმგებლობას კისრულობდა ამ ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button