ახალი ამბები

ჯერგენია ამტკიცებს, რომ აფხაზეთში მცხოვრებთა 60%-მა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

(თბილისი, 11 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის მოსახელობის 60%-მა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

ჯერგენიამ რუსული სააგენტო “ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში 11 ივლისს განაცხადა, რომ “აფხაზეთის მოსახლეობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღება თავისებური რეფერენდუმია აფხაზეთსა და რუსეთს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებთან დაკავშირებით”.

აფხაზეთის პრემიერმა კვლავ განაცხადა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ასოციირებული ურთიერთობების შესაძლებლობის შესახებ.

ქართული მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის კანონში მოქალაქეობის შესახებ ახლახანს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით, ეს კანონი “ფარულ ანექსიას” ნიშნავს.

ამ კანონის მიხედვით, ნებისმიერი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ და მოქალაქეობის არმქონე პირს გამარტივებული პროცედურით შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა.

მსგავსი/Related

Back to top button