Placeholder canvas
ახალი ამბები

თავდაცვით ბიუჯეტში გარღვევა 4 მილიონ ლარს შეადგენს

(თბილისი, 11 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 11 ივლისს თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული სამხედრო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ თავდაცვითი უწყების 2002 წლის პირველი 6 თვის ბიუჯეტში გარღვევა 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

მისი თქმით, გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა თავდაცვითი უწყების მიმართ დამაიმედებელი წინადადებები გამოთქვა და არის იმედი, რომ დარჩენილ დროში სამინისტრო თანხებს მიიღებს.

სამხედრო საბჭოს სხდომაზე 2001-2002 წლებში ჩატარებული სამხედრო წვრთნების შედეგებზე იმსჯელეს, რასთან დაკავშირებითაც მოხსენება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ჯონი ფირცხალაიშვილმა გააკეთა.

სამხედრო საბჭოზე მიწვეული იყვნენ აგრეთვე კონტროლის პალატის წარმომადგენლები, რომლებმაც ანგარიში წარმოადგინეს სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button