ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება აღელვებულია ევროკავშირის მხრიდან დახმარების შესაძლო შეწყვეტით

(თბილისი, 10 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას 10 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესაძლო შეჩერება ბრიტანეთის მოქალაქე პიტერ შოუს გატაცებასთანაა დაკავშირებული.

“გატაცების ფაქტმა უკვე დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს”, -აღნიშნა სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ.

უცხოური ფინანსური დახმარება საქართველოსთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ თავი აარიდოს საბიუჯეტო პარამეტრების შეუსრულებლობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება აღელვებას გამოხატავს დახმარების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი საქართველოს ტასისის ტექნიკური პროგრამის საშუალებით ეხმარება. ევროკავშირის ფინანსურმა დახმარებამ 2002 წელს 44 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button