ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პრეზიდენტს პატიმრების გათავისფლების გამო აკრიტიკებენ

(თბილისი, 8 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 8 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძარობის ლიდერებმა პროტესტი გამოხატეს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვიტაც პატიმრობიდან გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი, “მაშველთა კორპუსის” ყოფილი მეთაური გელა გელაშვილი და სპეცდანიშნულების რაზმ “ალფას” ყოფილი ხელმძვანელი გურამ პაპუკაშვილი.

პატიმრობიდან გათავისუფლებულნი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასა და გია ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით იხდიდნენ სასჯელს.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, შევარდნაძემ ეს ადამიანები პატიმრობიდან იმისთვის გაათავისუფლა, რომ ისინი პოლიტიკური ტერორის განსახორციელებლად გამოიყენოს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა განცხადებით, შევარდნაძემ ეს გადაწყვეტილება კრიმინალური სახელმწიფოს შექმნის მიზნით მიიღო.

ხაჩიშვილი, გელაშვილი და პაპუკაშვილი პრეზიდეტის გადაწყვეტილებით 6 ივლისს გაათავისუფლეს.

მსგავსი/Related

Back to top button