ახალი ამბები

პრეზიდენტი ირწმუნება, რომ შოუს საქმეს მალე გამოიძიებენ

(თბილისი, 8 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – “სისხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ, სამართალდამცველებმა პიტერ შოუს საქმე უნდა გამოიძიონ”, განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარნაძემ.

ბრიტანელი პიტერ შოუ თბილისიდან 18 ივნისს გაიტაცეს.

“უკანასკნელ ხანებში ადამიანის გატაცება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში გავრცელებულ სენად იქცა”, აღნიშნა დღეს პრეზიდენტმა.

შოუს საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სამართალდამცველებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. როგორც 6 ივლისს “სივილ ჯორჯიას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განუცხადა, საქმე უახლოეს ხანებში გაიხსნება.

მსგავსი/Related

Back to top button