ახალი ამბები

სუუამის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი

(თბილისი, 2 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – სუუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ერთმანეთს ბაქოში ხვდებიან.

ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდავეთი. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები პირველად ხვდებიან ერთმანეთს მას შემდეგ, რაც უზბეკეთმა სუუამი დატოვა.

ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ეწვევა თუ არა სამიტს უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სუუამის წევრი ქვეყნების პრეზიდენტთა მომავალ სამიტს განიხილავენ, რომელიც იალტაში (უკრაინა) უნდა ჩატარდეს. 


ინფორმაცია შესაბამის თემაზე:
სუუამი ცვლილებების წინაშე

მსგავსი/Related

Back to top button